ჩვენ შესახებ

სისხლით არ დავიბადეთ ოჯახად — მაგრამ სულით გავხდით დაუნგრეველი ოჯახი!.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა Shalo_Redwhite-მა და George_Redwhite-მა გადაწყვიტეს, აღარ ყოფილიყვნენ ქალაქში პასიური ადამიანები — მათ სურდათ შეექმნათ ოჯახი, სადაც სიტყვა “ერთგულება” ყველაზე მაღალი კანონი იქნებოდა.

ეს ოჯახი იყო პასუხი სისტემაზე, რომელიც არაფერს გაპატიებს... და მალევე ჩვენს გზას შეუერთდა Luca_Changretta, რომელმაც თავისი პატიოსნებით, სიმამაცით და გონიერებით მოიპოვა ადგილი გულში — დღეს ის არის Luca_Redwhite, ჩვენი ოჯახის ღერძი.

დასაწყისი რთული იყო.

ფინანსური კრიზისი — ჩვენ გავყიდეთ მანქანა, უკანასკნელი ფული ოჯახში დავაბანდეთ. არ გვქონდა არაფერი, გარდა ერთმანეთისა, იდეისა და იმ პირობისა, რომ ვინც ჩვენთან მოვიდოდა – მარტო აღარ იქნებოდა.

Redwhite-ების ოჯახი დღეს 25-ზე მეტ წევრს აერთიანებს — და ჩვენ არ ვიმალებით ერთი სახის მიღმა.

ჩვენ გვყავს კრიმინალები — ქუჩის წესებით მცხოვრები ადამიანები, ვინც იცის როგორც ცეცხლში სიარული, ისე სისხლის გემო.

ჩვენ გვყავს კანონიერი ქურდები — შიდა წესებით, ღირსებით და ფიცით შეკრული.

ჩვენ გვყავს მშრომელები — ადამიანები, ვინც თავიანთი ოფლით აშენებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას და შრომის ფასს უკეთ იცნობენ, ვიდრე ქარის ხმას.

Redwhite – ეს არის მრავალფეროვანი ძალა ერთ იდეაში გაერთიანებული.

ოჯახი, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ — თუკი გულწრფელი ხარ და ზურგს არ აქცევ ძმას.

ჩვენი გეგმა არ მთავრდება იმით, რაც უკვე გვაქ.

ჩვენ ვგეგმავთ გავლენის გაფართოებას, ძმობის გაღრმავებას და მომავალ თაობებს ისეთი გზის გაკაფვას, რომლითაც სიარული შეიძლება სიამაყით.

ოპერაციები, ძმების გაძლიერება, ერთგულების გაღრმავება — ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვიცხოვროთ ქალაქში — არამედ ჩვენ ვიყოთ ქალაქი.

Redwhite — არ არის უბრალოდ სახელი.
ეს არის სიტყვა, რომელსაც აზრი შენს თავში უჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მის გვერდით დგახარ.